სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერგეენკო არ ფიქრობს, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას მისთვის პატიმრობიდან თავის არიდების გამო ითხოვს

დავით სერგეენკო არ ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას მისთვის პატიმრობიდან თავის არიდების გამო ითხოვს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის ეს იმის მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელს თავი დააღწიოს? სერგეენკო პასუხობს: "არა მგონია, ეს მისი მკურნალი ექიმის პოზიციაა. ეს სხვა ექიმებს არ დაუდასტურებიათ. მის მკურნალ ექიმს კი ყოველთვის ენდომება უკეთესი თავისი პაციენტისთვის. არა მგონია, რომ აქ პოლიტიკური თემა იყოს". ამბობს სერგეენკო.

"ოცნების" დეპუტეტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ორი განცხადება გააკეთა, რასაც გარკვეულწილად, თავადაც ეთანხმება.

"მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ორი განცხადება გააკეთა ერთი თქვა, რომ სასურველი იქნებოდა განხილულიყო სასჯელის გადავადების შესაძლებლობა მკურნალობის დასრულებამდე და მეორე დღეს კი თქვა, რომ მთავარია მიხედულ იქნას რეფიდინგის პროცესი, რომელიც ნორმალურად მიმდინარეობს და წინა საკითხი შემდეგი ეტაპის მსჯელობის საგანია. სრულად ვეთანმები მეორე განცხადებაში ისევე, როგორც ნაწილობრივ პირველშიც, რადგან პაციენტის ინტერესები ჩემთვის ყველაზე მთავარია. არსებობს კანონმდებლობაში სასჯელის გადავადება ავადმყოფობის გამო, თუმცა იქ არის გაწერილი, რა კრიტერიუმების მიხედვითაა ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და არ გახდება საჭირო კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება",- განაცხადა სერგეენკომ.

"ჩემი რეკომენდაციაა, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს თავისუფალი მკურნალობის უფლება სრულ გამოჯანმრთელებამდე"- ეს განცხადება ნიკოლოზ ყიფშიძემ 20 ნოემბერს, გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100