სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა

გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა.

ამ ეტაპზე უცნობია, რას უკავშირდება დაწესებულების ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანის შესვლა და როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ცნობისთვის, გლდანის ციხეში იმყოფებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები.

ცნობისთვის, დღეს საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასიალაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 49-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100