სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ კადრებით დასტურდება ის, რასაც ვამბობდით, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მოატყუა მოშიმშილე ადამიანი - ადვოკატი ახალ კადრებზე

ამ კადრებით ცალსახად დასტურდება ის, რასაც ვამბობდით ჩვენ რომ პენიტენციურმა სამსახურმა მოატყუა მოშიმშილე ადამიანი - აცხადებს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი პენიტენციურის მიერ დღეს გასაჯაროებული ვიდეოკადრების კომენტირებისას

"ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეტაპობრივად ავრცელებს ნაწყვეტებს ჩანაწერების და ამ კადრებით ცალსახად დასტურდება ის, რასაც ვამბობდით ჩვენ რომ პენიტენციურმა სამსახურმა მოატყუა მოშიმშილე ადამიანი. 40 დღის შიმშილობის შემდეგ ადამიანს, რომ ეტყვი გადაგიყვან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში და ის მოგყვება სამედიცინო სპეციალური ავტომობილით და მიიყვან რეალურად მე-18 დაწესებულებაში, ძალიან ბუნებრივი რეაქცია იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხელისუფლების არაჰუმანური და ბოროტი სახე აი ამ გავრცელებული ვიდეოკადრებით", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100