სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეული მერი ვიყო - კახა კალაძე

დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ არჩევნებზე ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა იყოს თბილისის ღირსეული მერი.

"ბედნიერი ვარ, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც მომეცა შესაძლებლობა მეორედ ვუხელმძღვანელო ქალაქს და ყველაფერს გავაკეთებ რომ ღირსეული მერი ვიყო.

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, ყველას იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა არჩევნებში და გადადგა სწორი ნაბიჯი, გააკეთა სწორი არჩევანი ქალაქთან დაკავშირებით, აღმშენებლობასთან, განვითარებასთან სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან მიმართებით. დღეს ყევლაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, ეს არის სიმშვიდე და სტაბილურობა, ეს არის თქვენი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.


ჩემო მეგობრებო, მე რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს, მზად ვარ დაუღალავი შრომით ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა.


მე პირობა დავდე, ვიქნები ყველას მერი, ვიყავი ყველას მერი და ასე ვაგრძელებთ მომავალში ჩემი საქმიანობის გაგრძელებას," - აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100