თბილისში ნიკა მელიას ბანერის დაწვა სცადეს

გვიან ღამით, უცნობმა პირებმა თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ბანერს დაწვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე ორხევის ხიდზე მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რა მუხლით აღიძრა საქმე. "როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა ქართული ოცნება კოლიციური მთავრობის წარდგენამ, რომელიც მალე თბილისის მართველობას გადაიბარეს და მიმართეს თავიანთ სამარცხვინო, ნაცად მეთოდს ოპონენტებთან ბრძოლის", - თქვა ენმ-ს წევრმა, ბესო გაზდელიანმა. მისივე თქმით, იმედი არ აქვთ, რომ პოლიცია მომხდარს გამოიძიებს.

კომენტარი