სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. მესტიაში + 4გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. გორში მზიანი ამინდია და დღე ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. გუდაურში მზიანი ამნდია, დღისით +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. დღის განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. ლაგოდეხში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო ამინდს პროგნოზორებენ. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100