რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია, გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ რუსთავის სასჯელაღსრულების მე-17 კოლონიაში ბუნტია:

"დაიწყეს ყველაფრის დახშობა. შესაძლებლობის ზღვარზე ვმუშაობთ.

ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, რუსთავის მე-17 კოლონიაში ბუნტია და გამოკეტილი ყავს დაცვა პატიმრებს",-წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციური დაწესებულების სასადილოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ეკიპაჟი და 11 სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

კომენტარი