"ბავშვს ეძინა მანქანაში... სასწაულებრივად ვართ გადარჩენილები" - გადარჩენილი 2 წლამდე ბავშვის მშობლები

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვის მშობლები მომხდარის დეტალებს კიდევ ერთხელ იხსენებენ - მანქანაში ვიჯექით, გადმოვედი და ნანგრევები იყო ზევიდან. ორივე ვიყავით მანქანში, სინკარი ჰქონდა ფეხზე დაცემული. ეძინა ბავშვს - ამბობს ბავშვის მამა.

მცირეწლოვანს ფეხის ტრავმა აქვს და მკურნალობის კურსს გადის.

2 წლამდე ასაკის ბავშვი 8 ოქტომბერს ნგრევის დროს იმ მანქანაში იჯდა, რომელიც კორპუსთან იყო გაჩერებული. მისი ამოყვანა და საავადმყოფოში გადაყვანა მალევე მოხერხდა.

ბათუმის ტრაგედიას კი 9 მსხვერპლი ჰყავს, მათ შორის 3 ბავშვია. დღეს ქვეყანაში გლოვის დღეა.

კომენტარი