სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა და "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დრამატულად არ შეცვლილა და ის მხნედ გამოიყურება. "მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დრამატულად შეცვლილი არ არის. სავსებით ადეკვატურად და მხნედ გამოიყურება, თუმცა ბუნებრივია, რომ შიმშილობის ყოველი დღე მის ჯანმრთელობას ასუსტებს.... ყველაფერი ჯერჯერობით მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნორმალურია. ყოველშემთხვევაში შეუიარაღებელი თვალისთვის ეს შესამჩნევი არ არის არც მეტყველებაში, არც მოქმედებაში, არც მოტორიკაში და ბუნებრივია, ველოდებით, რომ მის პირად ექიმს შეუშვებენ და ძალიან მნიშვნელოვანია მისი აზრიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით",- განაცხადა ნიკა გავრამიამ. ცნობისთვის, უკვე მერვე დღეა, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპყრობილეშია და შიმშილობს. მასთან შეხვედრის უფლებას ითხოვენ მისი ოჯახის წევრები და პირადი ექიმები, თუმცა ადმინისტრაციიდან პასუხი დაწერილ განცხადებას მედიკოსებს არ მიუღიათ, ოჯახი კი მას სავარაუდოდ ორშაბათს შეხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100