სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანგრევებიდან ქალის ხმა გაიგონეს, რომელიც 2 ბავშვთან ერთად იყო სახლში, როცა სადარბაზო ჩამოინგრა – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ხმა გაისმა.

ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტის თქმით, ამჯერად გაიგეს ქალის ხმა, რომელიც, მეზობლად მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ამ სადარბაზოში, მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. ქალი 2 ბავშვთან ერთად იყო სახლში, როცა სადარბაზო ჩამოინგრა.

მაშველები ასევე ეკონტაქტებიან ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანს.

სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან, 6 საათია მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი არ ამოუყვანიათ ნანგრევებიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100