12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 17,72%-ს შეადგენს

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17,72% შეადგინა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17,72%, რაც რაოდენობრივად არის 619 562 ამომრჩეველი. ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - აქტივობა 27,4%-ია, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა, 15,8%, დაფიქსირდა თბილისში“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

კომენტარი