სკოლები იხსნება - სავალდებულოა თუ არა პირბადის გამოყენება მოსწავლეებისთვის

სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული.

„სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია და სამედიცინო პროტოკოლი, იმისთვის, რომ სრულად ჯანსაღი გარემო იყოს. ამასთან დაკავშირებით, თხოვნით მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ეს დიდი მიღწევა ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია, რომ ინტენსიურად გაგრძელდეს ვაქცინაცია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარი