ნაფიცი მსაჯულები, რომლებსაც თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე განაჩენი უნდა გამოეტანათ, ავარიაში მოყვნენ

მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 3 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც თბილისიდან თელავში მიემგზავრებოდნენ, გომბორის გზაზე ავარიაში მოყვნენ. მათ დღეს ყოფილი პოლიციელის მიერ თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის საქმეზე განაჩენი უნდა გამოეტანათ. შემთხვევის ადგილზე მიდის სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟი. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით უცნობია, ეს გავლენას მოახდენს თუ არა, პროცესის მსვლელობაზე. შეგახსენებთ, საქმე ეხება გასულ წელს იყალთოში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა თელავის საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი სამსახურებრივი იარაღით ავტომობილში ჩაცხრილა. საქმეს 12 ნაფიცი მსაჯული განიხილავს. წყარი:მთავარი არხი

კომენტარი