სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ალ ჯაზირა“ თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„ალ ჯაზირა“ საკუთარ ოფიციალურ საიტზე თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში მოვლენები სრული სიზუსტითაა ასახული. არაბული გამოცემა წერს, რომ სპეცოპერაცია 20 საათზე მეტია მიმდინარეობს. ასახულია ასევე ორმხრივი სროლის დეტალებიც, რომლის დროსაც ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. სტატიაში დართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური განცხადება, რომელიც ნინო გიორგობიანმა გააცნო საზოგადოებას. ამასთან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარებიც არის ნათარგმნი, რომელიც სპეცოპერაციის მსვლელობასა და მთავრობის მხრიდან არასწორ ქმედებებს აკრიტიკებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100