ბათუმში კაცმა ტურისტი დაჭრა და თავი მოიკლა

ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს. თავდამსხმელმა შემდეგ თავი მოიკლა. მან თვითდაზიანებები ცივი იარაღით მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ტურისტი 35 წლისაა და ის ბელორუსის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარი