"ადამიანი თვალებში გიყურებს და გული უჩერდება... ეს ხდება 4 საათში ერთხელ" - თამუნა თანდაშვილი რეანიმაციაში ყოფნის პერიოდზე

"ადამიანი თვალებში გიყურებს და გული უჩერდება... ეს ხდება 4 საათში ერთხელ" - ასე იხსენებს კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული თამუნა თანდაშვილი რეანიმაციაში ყოფნის პერიოდს, სადაც მან 21 დღე უმძიმეს მდგომარეობაში გაატარა.


ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. იმაზე მეტი ტკივილი რა უნდა იყოს, როცა ადამიანი თვალებში გიყურებს, ზუსტად შენნაირი დაზიანებებით, ასაკშია უბრალოდ განსხვავება და შეიძლება სხვა რაღაც კიდევ უფრო მძიმე ჰქონდეს და თვალებში გიყურებს და უბრალოდ, გული უჩერდება. ამაზე მეტი ტკივილი რა უნდა იყოს... მე რეანიმაციიდან მოვდივარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ხდება 4 საათში ერთხელ, - ამბობს თამუნა თანდაშვილი.

მისივე თქმით, რეანიმაციაში ყოფნის პერიოდსი ჰქონდა ჰალუცინაციები: "როგორია, რომ გეჩვენება, რომ ხარ 4 წლის ბავშვი... ინეზას ეჩვენებოდა, რომ შავი პარკი იყო და დადიოდა... ერთი მეგრელი პაციენტი გვყავდა, ყოველ საღამოს იბარებდა ქურდებს..."

კომენტარი