სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუშვა სიგნალი, რომ სადაც ნახავთ ჩემს მაკრიტიკებელ მედიას სცემეთ და დაესხით თავს" - ინგა გრიგოლია

ეს განცდა უკვე დიდი ხანია მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის ძალიან საშიში, განსაკუთრებით კტირიკული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომასადგენლებისთვის - ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ძალადობაში ბრალდებულების განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლემ დღეს ძალადობა დააკანონა.

"მე მქონდა ეს მოლოდინი, რომ დღეს ამათ გამოუშვებდნენ, იმიტომ რომ 5 ივლისის მერე ზუსტად ვიცოდი, რომ მოძალადე ხელისუფლება ციხეში არჩევნების წინ არ ჩატოვებდა ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს და დღეს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაუშვა სიგნალი, რომ სადაც ნახავთ ჩემს მაკრიტიკებელ მედიას სცემეთ და დაესხით თავს, ჩაქოლეთ, თქვენი თავისუფლება იქნება გარანტირებული. მე უკვე რეაქცია არაფერზე აღარ მაქვს, იმის გარდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება არის საშიში.

დღეს პირველად მეჭირა პლაკატი ხელში, სულ მეგონა რომ ჩემი საქმე უნდა მეკეთებინა სტუდიიდან და 5 ივლისის მერე საპროტესტო აქციებზე აღმოვჩნდი და დღეს პლაკატით ვიდექი და მონას ვეძახი, იმიტომ რომ არიან მართლა მონები, მოსამართლეს მინდა მივმართო - ისტორიამ არაფერი გასწავლა? შენ ხომ იცი, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში მოგიწევს პასუხი აგო დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, იმიტომ რომ შენ დღეს დააკანონე ძალადობა, აუცილებლად მოგიწევს პასუხისმგებლობა, ჩვენ კი ჟურნალისტებს დღევანდელი დღის შემდეგ მძიმე დღეები გველოდება" - განაცხადა გიროგლიამ.

ცნობისთვის, "ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა აღნიშნული ვადა დღეს იწურება, შესაბამისად, ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდებიან გლდანის ციხიდან.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული იყო სამი პირი.

სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლითწარუდგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100