ლადოდეხში 4 დღის წინ გაუჩინარებული 14 წლის ბიჭი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანიდან გაუჩინარებული მოზარდი ნაპოვნია.

14 წლის გელა ჯიბღაშვილი ოჯახში ცოტა ხნის წინ, სამარშრუტო მიკროავტობუსით დაბრუნდა.

ბავშვის დეიდის ინფორმაციით, მოზარდი ყვება, რომ თბილისში იმყოფებოდა და გზა აებნა.

მოზარდის ადგილსამყოფელის დასადგენად, სამართალდამცავები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობდნენ.

გუშინ ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში მოზარდის დედა და დეიდაც გამოკითხეს.

ოჯახის წევრების განმარტებით, ეს გელა ჯიბღაშვილის სახლიდან დაუკითხავად წასვლის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა, სხვა დროს, ამდენი ხნით არ გაუჩინარებულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143- ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარი