საკუთარ ტუალეტში კაცს პითონი დაესხა

ავსტრიაში, ქალაქ გარცში, საკუთარ ტუალეტში კაცი პითონის თავდასხმის ობიექტი გახდა. ამის შესახებ Sky News წერს.

65 წლის პენსიონერმა პოლიციას მოუყვა, რომ უნიტაზზე ჯდომისას კბენა იგრძნო, შემდეგ დაბლა დაიხედა და უნიტაზის ჭიქაში გველი დაინახა.

პითონის თავდასხმის შემდეგ კაცმა კლინიკას მიაკითხა, თუმცა დაზიანება უმნიშვნელო აღმოჩნდა. ვარაუდობენ, რომ ავსტრიელი პენსიონერის უნიტაზში პითონი კანალიზაციიდან მოხვდა. რეპტილიების სპეციალისტმა პითონი უნიტაზიდან ამოიყვანა და მფლობელს გადასცა.

ამ სახეობის პითონი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული და მსოფლიოში უდიდესად ითვლება. ხშირად პითონის სიგრძე 7 მეტრს აჭარბებს.

კომენტარი