ზუგდიდში მამა-შვილს ცეცხლი გაუხსნეს – მოკლულია მამა

ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად იარაღიც ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით “საკონსერვოს დასახლებაში” ბენზინგასამართ სადგურზე მამა-შვილ ლაგვილავებს ცეცხლი გაუხსენს.

65 წლის კაცი გრამიტონ ლაგვილავა ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილ გიორგი ლაგვილავას კი ოპერაცია უტარდება.

მედიკოსების თქმით, მუცლის არეში შემღწევი ჭრილობაა და მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ.

მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ბიზნეს დავა იყო.


კომენტარი