დროშების დაზიანებაზე 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება

სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის, ევროკავშირის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები დაწესდება.

აღნიშნულის შესახებ საკნონმდებლო ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო. საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია.

ცვლილებების მიხედვით, დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს.

კომენტარი