სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 ივლისს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +37 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. მზიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ბათუმშიც. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ფოთშიც, სადაც დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. მესტიაში დღე უმეტესად მზიანი იქნება, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად მზიანი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს. +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება, იქროლებს ქარი. გორში უმეტესად მზიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. გუდაურში, დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8გრადუსი იქნება. იწვიმებს. უხვი ნალექია მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ლაგოდეხშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +29 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. გრძელვადიანი პროგნოზი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2021 წლის ზაფხულის სეზონი საქართველოში, ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100