სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს უთხზავს, როგორ გაიპარა კაიფში...თქვე ნაბიჭვრებო, თქვენ გაიპარებით... - ნიკა გვარამია გამოძიებაზე

ეს არის თქვენი საბოლოო ჩასვრა. ეკიპირებული სპეცრაზმელები გამოგყავთ მშვიდობიან მომიტინგეებთან და მოძალადეებთან გამოიყვანეთ 10 პატრულის მანქანა - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ყვითელი ავტობუსებით მობილიზებული სპეცრაზმელების, გდდ-ის თანამშრომლების მობილიზებაზე საუბრობს.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, შსს გეგმავს:

"შსს ჩვენი სრული და ზუსტი ინფორმაციით, რაც დაადასტურა დღევანდელმა ბრიფინგმაც, გეგმავს სულში ჩააფურთხოს ლექსოს ხსოვნას, არ აკმარა მოკვლა, არ აკმარა ცხედრის შეურაცხმყოფლად გამოყვანა და ახლა უთხზავს როგორ გაიპარა კაიფში. თქვე ნაბიჭვრებო, გაიპარებით კაიფში კი არა, ქვეყნიდან" - ამბობს ნიკა გვარამია და მიმართავს რუსთავი 2-ისა და "იმედის" თანამშრომლებს, მივიდნენ და გააპროტესტონ ჟურნალისტების მკვლელობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100