სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტთან მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან

პარლამენტის შენობის წინ, სადაც „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საპროტესტოდ აქცია, სახელწოდებით „გადადგეს მკვლელი მთავრობა“ უნდა გაიმართოს, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

ამ წუთებში ადგილზე სცენის მოწყობა მიმდინარეობს. აქციის ტერიტორიაზე იკრიბებიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ ბანერი სახელწოდებით: „გადადგეს და დაისაჯოს მოძალადე ღარიბაშვილი“ გამოფინეს.

ამასთან, აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ისინი ამ ფორმით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მათი მოთხოვნებია: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს. ასევე, „ძალადობრივი აქციის“ ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100