არ ვიცი მოწამლეს, თუ არა... - ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია

ლევან ვასაძე ჰოსპიტალიზებულია. „ერის” დამფუძნებელი თურქეთში სასწრაფოდ გადააფრინეს. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა.

ვასაძის ცუდად ყოფნას ადასტურებს პარტია „ერთობა, რაობა, იმედის“ წევრი, სოსო მანჯავიძე.

ის ლევან ვასაძის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევას გამორიცხავს.

„არ ვიცი მოწამლეს, თუ არა, ვერსია თეორიულად შესაძლოა ბევრი იყოს, შესაძლოა მეტეორიც დაგვეცეს. ჰქონდა მას ჯანმრთელობის პრობლემები ბოლო სამი თვის მანძილზე და დამძიმდა მდგომარეობა. შეიქმნა აუცილებლობა, რომ გადაფრენილიყო თურქულ კლინიკაში. იქ ჩაუტარდება კვლევები და დაუდგენენალბათ რა სჭირს. ზოგადად ლევანი არ უთმობს თავის ჯანმრთელობას დიდ დროს.

შესაძლოა ეს გულიც იყოს ან სხვა რამე დაველოდოთ კვლევებს. ლევანი იმ კვირის დასაწყიში თურქეთიდან დაბრუნდება“,- აღნიშნა სოსო მანჯავიძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას.

კომენტარი