მეცნიერების ვარაუდით, COVID-19-მა, შესაძლოა, ალცჰაიმერი გამოიწვიოს

კლივლენდის კლინიკის (აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ს, შესაძლოა, თავის ტვინის მუშაობაზე გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს. ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის განცხადებაში ვკითხულობთ.

მეცნიერებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ალცჰაიმერის დაავადებისა და COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მონაცემების შესასწავლად. მათ SARS-CoV-2-ით დაავადებული პაციენტების გენებისა და პროტეინებისა და იმ გენებსა და ცილებს შორის სიახლოვე გაზომეს, რომლებიც დაკავშირებულია რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან.

მკვლევრებმა ასევე გაანალიზეს გენეტიკური ფაქტორები, რომლებიც SARS-COV-2-ს საშუალებას აძლევს ტვინის ქსოვილებსა და უჯრედებს მოედოს.

”მეცნიერებმა მჭიდრო კავშირი აღმოაჩინეს ცილებს შორის, რომლებიც რამდენიმე ნევროლოგიურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ალცჰაიმერთან. რაც იმაზე მიუთითებს, რომ COVID-19-მა შეიძლება გამოიწვიოს დემენცია ან მისი გამწვავება.

”მონაცემები მიუთითებს, რომ ვირუსის სამიზნეს, შესაძლოა, ის გენები წარმოადგენდნენ, რომლებიც ტვინში ნერვულ ანთებასა და მიკროვასკულურ დაზიანებებს იწვევს”, - ვკითხულობთ მოხსენებაში.

კომენტარი