როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

4 ივნისს ქუთაისში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. დღისით +25გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში სინოპტიკოსები უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მესტიაში +16 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უხ ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. +24 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. გორში დღისით +24 გრადუსი და უხვი ნალექი მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ნალექიანი დღე იქნება გუდაურშიც, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა შესაძლებელი, დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, +27 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დროგამოშვებით მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება

კომენტარი