სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელარუსი ოპოზიციური ბლოგერი პოლიტპატიმრად აღიარეს

ბლოგერი და უმსხვილესი ბელარუსული ოპოზიციური ტელეგრამ-არხების Nexta და Nexta Live-ის ხელმძღვანელი რომან პროტასევიჩი პოლიტპატიმრად აღიარეს. ბელარუსი უფლებადამცველი ორგანიზაქციების ერთობლივი განცხადება უფლებადამცველი ცენტრის "ვესნა" ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ორგანიზაციების ბელარუსის ხელისუფლებას პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მისი საქმიანობა სხვა არაფერია, თუ არა ბელარუსის კონსტიტუციით დაცული თავისუფლებების, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო ნორმების მშვიდობიანი რეალიზაცია, რომელთა შორისაა ინფორმაციის მოძიებისა და გავრელების თავისუფლება, საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100