BBC: ინდოეთში, მდინარე განგში ასობით გვამი იპოვეს

ინდოეთში, მდინარე განგში, ასობით გვამი წყალში, ან ნაპირებთან ქვიშაში ჩაფლული იპოვეს, - ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მდინარემ 70-მდე გვამი 10 მაისს უტარ პრადეშის შტატის სოფელ ჩაუსაში გამორიყა. ამის შემდეგ კი გვამები გამოჩნდა გაჰმარში, კანაუჯიში, კანპურში, უნაოსა და სხვა ადგილებში.

მდინარის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებლები შიშობენ, რომ გარდაცვლილები კოვიდინფიცირებულები არიან.

გვამები სამართალდამცავებს წყლიდან ამოჰყავთ და კრემაციას უტარებენ, ან მარხავენ.

ინდოეთში COVID19-ის მეორე ტალღის პიკია. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების 25 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 275 000 ადამიანი. ექსპერტების გათვლებით, რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით გაცილებით მაღალია.

კომენტარი