სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დმანისის შესასვლელთან ვითარება დაიძაბა

დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა. ქალაქის შესასვლელთან შეკრებილილი მოქალაქეების ჯგუფს დმანისის ცენტრში შესვლა სურდა, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ სამართალდამცველები, რადგან დღეს არსებული დაპირისპირების შემდეგ ქალაქის შესასვლელები გადაკეტილი იყო.

პოლიციის წინააღმდეგობის შემდეგ პროტესტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოქალაქეებმა პოლიციის ე.წ. კორდონი გაარღვიეს და დმანისის ცენტრის მიმართულებით გაემართნენ.

დღეს, ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დმანისში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე, ასევე სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დმანისში ჩავიდა დეპუტატი სოზარ სუბარიც.

ცნობისთვის, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100