ისრაელში რაკეტის მოძრავ ავტობუსზე დაცემის შედეგად ქართველი დაშავდა

ისრაელში, ქალაქ ხულონში, პალესტინური რაკეტის მოძრავ ავტობუსზე დაცემის შედეგად ახალგაზრდა ქართველი ქალი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

როგორც წყარო საინფორმაციო სააგენტოს უყვება, დაშავებული კლინიკაში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

პალესტინის ჯგუფებმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ აშდოდის დაბომბვა დღის 13:00 საათზე დაიწყეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თელ-ავივის მახლობლად, ქალაქ რიშონ ლეციონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ისრაელის არმიამ დანაყოფების გასაძლიერებლად 5000 რეზერვისტი გამოიძახა.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

კომენტარი