გაინტერესებთ, რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირის მოგებით?

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის მასტერსი კარიერაში პირველად მოიგო. 250-ქულიანი ტურნირის ფინალში 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, ადგილობრივი იან შტრუფი ორ სეტში: 6-4, 7-5 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

დღევანდელი გამარჯვებით საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა 250 სარეიტინგო ქულა, €21 655 და ტურნირის სპონსორის BMW-ს მარკის ავტომობილი M850i xDrive Coupe-ი მოიგო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 99 900 აშშ დოლარია.

კომენტარი