"კომენდანტის საათის" დროს ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხერთვისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ახალგაზრდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა და მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა "კომენდანტის საათის" დროს მოხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი