სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 აპრილს ქუთაისში წვიმა ელჭექით და +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. წვიმას პროგნოზირებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +14 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უმეტესად ნალექიანი დღე იქნება ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +10 გრადუსი და წვიმა არის მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმიან დღესა და +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. უხვი ნალექია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმა და +18 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

წვიმაა მოსალოდნელი გორში. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +13 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. წვიმაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. აქაც იწვიმებს.

წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც იწვიმებს.

რუსთავში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს. ღამით კი +10 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში ძლიერი ​წვიმაა მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100