ლაურა ღაჭავას პირველი კომენტარი შვილის დაკავებაზე – ირაკლი კოდუას ძმა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

სოდის ყოფილი უფროსის, ირაკლი კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა სამართალდამცველებმა დააკავეს. პოლიცია ადგილზე კოდუას მეუღლის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა.

ბიზნესმენი ცოლის და ქალიშვილის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშია ბრალდებული.

დავით კოდუას დედა ლაურა ღაჭავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მომხდარს გაუგებრობას უწოდებს და ამბობს, რომ მისმა რძალმა აფექტის მდგომარეობაში გააკეთა შეტყობინება.

„გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. აფექტში მოხდა. ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ახლა ჩემი რძალი მიდის და ნოტარიულად დამოწმებულ განცხდებას შეიტანს, რომ პრეტენზია არ გააჩნია“, – ამბობს ლაურა ღაჭავა.

კომენტარი