სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იგეგმება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესება. ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანად არის გააქტიურებული შრომის ინსპექციის მუშაობა და ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო, გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100