სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიმუნებმა კორონავირუსის ვაქცინა მიიღეს

9 დიდი მაიმუნი, ოთხი ორანგუტანგი და 5 ბონობო პირველი პრიმატები არიან, რომლებმაც კორონავირუსის ვაქცინაცია მიიღეს. ისინი აშშ-ში, სან დიეგოს ზოოპარკის ბინადრები არიან. სწორედ ზოოპარკი ავრცელებს მათი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას.

ცხრავე ცხოველმა კორონავირუსის ორი ექსპერიმენტაულური დოზა მიიღო და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

ზოოპარკმა ცხოველების ვაქცინაცია მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც იანვარში, სანდ დიეგოს ზოოპარკთან აფილირებული საფარის პარკში რვა გორილა დაავადდა. ერთ-ერთ გორილას, 47 წლის ვინსტონს მწვავე პნეუმონიაც ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანმა გამოჯანმრთელება მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100