ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ თურმე სამართლებრივად გაგვანადგურა...დაცვის მხარემ საზოგადოებასაც ვერ დააჯერა საკუთარი ტყუილი - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის თქმით, დაცვის მხარემ საზოგადოებას ვერ დააჯერა საკუთარი ტყუილი.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გარდა არაფერს არ ელოდება.

"გვექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ დაცვის მხარემ ვერაფერი ვერ გააკეთა სასამართლო დარბაზში, საზოგადოებასაც ვერ დააჯერა საკუთარი ტყუილი და ამჯერად მათი კომენტარები მიმართულია იქითკენ, რომ ბრალდებულების ოჯახს მაინც დაანახონ, რომ გარკვეული პოზიციები მათ მიერ გამყარდა სასამართლო პროცესზე, რაც რეალობას არანაირად არ შეესაბამება. ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ თურმე სამართლებრივად გაგვანადგურა და ა.შ. და შეეცოდა ბრალდების მხარე. სასაცილოც არის, როდესაც ასეთ კომენტარებს აკეთებენ ადვოკატები საჯაროდ. პირიქით, ჩვენ უფრო გვეცოდებოდა დაცვის მხარე, როდესაც ისინი ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ რა უნდა ელაპარაკათ დაცვით სიტყვაში. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ მოლოდინებს, დღეს წერტილი დაესმება დაცვის მხარის ამდაგვარ საუბრებს საჯარო სივრცეში. ჩემთვის გაუგებარია თუ რის საფუძველზე აცხადებენ ისინი ასეთ რაღაცებს . დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოოდ, თვითონ დაცვის მხარე დაადასტურებს იმას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

კომენტარი