სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნებისმიერი საქმე დღეს კმაყოფილებასთან ერთად სარგებელსაც მოგიტანთ, ხოლო თუ პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებს ან კოლეგებს დაიხმართ, გაცილებით მეტს მიიღებთ ვიდრე ელოდით.

კურო

დაბნეულობა და გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს საქმიანობასა და ქმედებებში, რაც სავარაუდოდ ირგვლივმყოფებთა დაპირისპირების და გაუგებრობების მიზეზი გახდება.

ტყუპები

მოულოდნელობებს ელოდეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს ნეგატიური ცვლილებაც და პოზიტიურიც. შეიძლება იპოვნოთ რაღაც თანხა ან პირიქით -დაკარგოთ კიდეც. სიფრთხილე გამოიჩინეთ საყიდლებთან მიმართებაშიც.

კირჩხიბი

დღეს დიდი ალბათობით იოლად შემოიკრებთ თანამოაზრეებს. თქვენი ენთუზიამზი და დამაჯერებელი საუბარი, ხალისიანი განწყობა და ენერგიულობა ადვილად განაწყობს ყველას თქვენთან სათანამშრომლოდ.

ლომი

ნუ გადაიტვირთებით და ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალს, დაეხმარეთ სხვებს ვიცნ ამას საჭიროებს, მაგრამ თავი შეიკავეთ სერიოზული საკითხების გადაწყვეტისა და ინიციატივის გამოჩენისგან.

ქალწული

მოულოდნელობებმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დღის განრიგი, დაირღვეს ჩვეული საქმიანი რიტმი, თუმცა ეს შექმნილი გარემოება ახალ შესაძლებლობებს და გზას გამოაჩენს, რომელიც მეტად მიგაახლოებთ მიზანთან.

სასწორი

შანსი გაქვთ გაიცნოთ და დაუახლოვდეთ მეტად საჭირო გავლენიან ადამიანებს, დაუგეგმავი და მოულოდნელი შეხვედრები დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე და ბევრ რამეს ახლებურად, სხვა თვალით შეხედავთ.

მორიელი

ეს დღე ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, კონფლიქტების მოგვარებას, ახალი პარტნიორების მოზიდვას და რთული საკითების წარმატებით გადაწყვეტას. ირგვლივმყოფთა სიმპათიასა და კეთილგანწყობას მარტივად მოიპოვებთ.

მშვილდოსანი

დღეს თქვენთვის შეუძლებელი არაფერია, არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც დაგაბრკოლებთ, არ არსებობს საზღვრები, რომლებიც შეგაჩერებთ და ფრთხილად იყოს ის, ვინც დაგიპირისპირდებათ.

თხის რქა

მნიშნელოვანია თვალი ადევნოთ მოვლენებს და ფეხი აუწყოთ ცვლილებებს, გაქვთ შანსები დრო თქვენი წინსვლისთვის გამოიყენოთ, მაგრამ სიზარმაცით და განზე გადგომით შეიძლება ყველაფერი ხელიდან გაგისხლტეთ.

მერწყული

დღეს შეძლებთ მოიცალოთ თქვენი თავისთვის, გამოძებნით დროს გახვიდეთ ბუნებაში. ეს დღე უცნაურ გრნძონებს გაგიჩენთ და სამყაროს თითქოს პირველად დაინახავთ მთელი თავისი დიდებულებით და საოცრებებით. მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება თქვენში.

თევზები

შეგიძლიათ დღეს ნამდვილად იამაყოთ თქვენი ორგანიზატორული ნიჭით, კომუნიკაბელურობით და მომხიბვლელობით. არ დაგჭირდებათ მოძებნოთ რაიმე უნივერსალური გასაღები ყველას გულის მოსაგებად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100