სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 19 თებერვალს ქუთაისში თოვლიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ასევე მოთოვს ოზურგეთში. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2. ბათუმშიც მოთოვს, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.


მოთოვს ფოთშიც, სადაც დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +24გრადუსი იქნება, ღამით კი -3 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია მოსალოდნელი მესტიაში, სადაც დღისით ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში 0 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -5-მდე დაეცემა. ახალციხეში -1 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც მოთოვს. დღისით ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც თოვაა მოსალოდნელი, -5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ქარის მატება.

მოთოვს გორშიც, სადაც დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი -1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. -5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი დღეა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა აქ დღისით -5 გრადუსი იქნება, ღამე კი -12 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში მზიან ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი დღეა მოსალოდნელი თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. +1 გრადუსი და მცირე მოღრუბლულობაა სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. შესაძლოა, მცირე ნალექი თოვლის სახელით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100