სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერ დამიჭერთ! - ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

გადაწყვეტილება მელიამ საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანა.

,,არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. მსურს, ვთქვა კიდევ უფრო მთავარი სათქმელი - მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძეს ეკუთვნის, პარლამენტი კი, კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ხოლო ეს ყველა ე.წ. ინსტიტუტი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში და ფარსში. ეს ჩვენი ბრძოლა არის ძალიან მართალი, ეს არის ჩემი ენერგიის წყარო. ვიცი, რომ ამ ბრძოლაში ვარ მართალი მორალურად, მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. ეს არის ყველაზე მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა, მეთქვა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული. მისი გამოძახება გირაოს გადაუხდელობას უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100