სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტექდათვალიერების არ გავლა, ტაქსის ლიცენზიის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს" - ნახეთ, რას აცხადებს კახა კალაძე

ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს მივეცით საშუალება, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, თუმცა დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია ჩამოერთმევათ, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ასევე კალაძემ, ვიცე-მერს ტაქსის მძღოლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირება დაავალა.

„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში, დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურეობის გაწევის ერთ-ერთ პირობას სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად, სავალდებულო ტექინსპექტირება წარმოადგენს. ტექდათვალიერება სავალდებულოა იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ამ სერვისს ეწევა.

მინდა ვაცნობო ამ პირებს, რომ ტექდათვალიერების არ გავლა, ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს. ჩვენ პანდემიის პერიოდში ტაქსის მძღოლებს მივეცით საშუალება, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექდათვალიერება გარკვეული დროით გადავუვადეთ, თუმცა დღეს აუცილებელია, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია ჩამოერთმევათ“, - განაცხადა კალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100