სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Netflix-ი „ბრიჯერტონის“ მეორე სეზონს გაზაფხულზე გადაიღებს (ვიდეო)

სტრიმინგ-სერვისიმა Netflix პოპულარული სერიალის „ბრიჯერონის“ მეორე სეზონის გადაღება გადაწყვიტა. ტიზერი სერიალიას მედია-გვერდებზე გამქვეყნდა.

სცენარი ამერიკელი ავტორის, ჯულია ქუინის რომანს „ვიკონტი, რომელსაც ვუყვარდი“ დაეფუძნება. სიუჟეტის ცენტრში ამჯერად ენტონი ბრიჯერტონი და მისი სიყვარულის ისტორია მოექცევა, თუმცა მაყურებელი პირველი სეზონის გმირებსაც ნახავს. ამ ეტაპზე ახალი ეპიზოდების გამოსვლის თარიღი უცნობია, ისევე როგორც ის თუ რომელი ახალი მსახიობები შეუერთდებიან პროექტს.

„ბრიჯერტონების“ პრემიერმა Netflix-ზე 25 დეკემბერს შედგა. შოუ XIX საუკუნის ბრიტანული არისტოკრატიული საზოგადოების სკანდალებსა და ჭორებზე მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა დაფნი ბრიჯერტონი და ჰასტინგის ჰერცოგი არიან, რომელთა ურთიერთობებს მთელი საზოგადოება ადევნებს თვალს, მათ შორის იდუმალი ლედი უისლდაუნი, რომელიც მაღალი საზოგადოების წევრების სკანდალების შესახებ წერს.

პროექტის პროდიუსერი „გრეის ანატომიის“ შემქმნელი შონდა რაიმსია. სერიალი Netflix-ის ყველაზე რეიტინგული პროექტების ხუთეულში შევიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100