სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გარდაბანში 15 წლის გოგო მისმა ბიძაშვილმა გაიტაცა – დაკავებულია ბავშვის ბიცოლაც (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით გარდაბანში ოთი პირი დააკავა. ირკვევა, რომ 15 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით საკუთარმა ბიძაშვილმა დედის დახმარებით მოიტაცა. საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი ქალი, რომლებმაც ბავშვი გაიტყუეს და ერთ-ერთის სახლში მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოკეტეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და ორი ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100