სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაშიფრეთ ადამიანი მისი საყვარელი მუსიკის მიხედვით

თურმე შესაძლებელია პიროვნების ტიპის განსაზღვრა იმ მუსიკის მიხედვით, რომელსაც უსმენს. ამერიკელმა ფსიქოლოგებმა კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, ადამიანის ხასიათის, მისი კრეატიულობის და გახსნილობის შესახებ ინფორმაციას იძლევა მუსიკა.

პოპ-მუსიკა - ესეთ მუსიკას ექსტრავერტები უსმენენ. პატიოსანი, წესიერი ადამიანები, შრომისმოყვარეები არიან და აქვთ მაღალი თვითშეფასება, მაგრამ ნაკლებად შემოქმედებითი და საკმაოდ შებორკილები. (ექსტრავერტი – ცხოვრების სოციალურ და პრაქტიკულ ასპექტებს, რეალურ გარე ობიექტებსა ოპერაციებს ანიჭებს უპირატესობას. კომუნიკაბელური, ოპტიმისტი, იმპულსური, ნაცნობების ფართო წრე ჰყავს და აქვს ემოციებსა და გრძნობებზე სუსტი კონტროლი.)

რეპი და ჰიპ-ჰოპი - მიუხედავად სტერეოტიპისა, რომ რეპის მოყვარულები აგრესიულები და სასტიკები არიან, მკვლევარებმა ეს ფაქტი არ დაადასტურეს. აღმოჩნდა რომ აღნიშნული მუსიკის მსმენელებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და კომუნიკაბელურები არიან.

ქანთრი - ქანთრის თაყვანისმცემლები ჩვეულებრივ შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურები არიან. ამასტანავე ადამიანები,რომლებსაც ეს ჟანრი იზიდავთ,ხშირად ემოციური სტაბილურობით გამოირჩევიან, რადგანაც ქანთრი-სიმღერები ხშირად სევდიანია.

როკ/მეტალი - აგრესიული იმიჯის მიუხედავად, როკ-მუსიკის და მძიმე როკის თაყვანისმცემლები, საკმაოდ რბილი ადამიანები არიან. ისინი შემოქმედებითი პიროვნებები არიან, მაგრამ მათ შორის ბევრია ინტროვერტი. როკის მოყვარულები შეიძლება დაბალი თვითშეფასებითაც იტანჯებოდნენ. (ინტროვერტი – უპირატესობას ანიჭებს საკუთარი წარმოსახვების და აზრების სამყაროს. მშვიდი, მორიდებული, უყვარს წესრიგი ყველაფერში, ნაკლებად კონტაქტური, აკონტროლებს თავის გრძნობებს.)

ინდი - ამ ჟანრის მოყვარულები, როგორც წესი ჩაკეტილი, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ხალხია. ისინი ნაკლებად შრომისმოყვარე და რბილები არიან. მათთვის დამახასიათებელია - პასიურობა, დაბალი თვითშეფასება, შფოთვა.

საცეკვაო მუსიკა - საცეკვაო მუსიკის მოყვარულები თვითდაჯერებული და კომუნიკაბელური ადამიანები არიან.

კლასიკური მუსიკა - საკმაოდ ჩაკეტილები,მაგრამ ჰარმონიაში არიან საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. ისინი შემოქმედებითი ხალხია და აქვთ ადეკვატური თვითშეფასება.

ჯაზი, ბლუზი და სოული - ესეთი მუსიკის თაყვანისმცემლები მაღალი თვითშეფასების მქონე ექსტრავერტები აღმოჩნდნენ. ასევე შემოქმდებითი, ურთიერთობაში ადვილი ნატურები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100