სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 30 დეკემბერს ქუთაისში დღისით +19 გრადუსს და მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მზიანი დღეა ნავარაუდევი, აქ დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. ბათუმში სინოპტიკოსები +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +11 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 იქნება. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +9 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

ჭიათურაში +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი დღე იქნება. +4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+7 გრადუსი და მცირედ მოღრუბლულობაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მცირედ მოღრუბლულობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები სიღნაღში, სადაც +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100