სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რესტორნებს საახალწლო ვახშმის სერვისი შეეზღუდათ

წელს რესტორნებს საახალწლო ვახშმის სერვისი შეეზღუდათ, არადა, ბიზნესი ამ სერვისის გააქტიურებას გეგმავდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, ეს ეპდემიოლოგიურად მაღალი რისკის მატარებელი სერვისია და მთავრობამ ამიტომაც შეზღუდა.

"ვნახეთ, რომ აქტიური მოწოდება იყო საახალწლო ე.წ. ვახშამთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვესმის, რომ ეს არის საზეიმო დღე, თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ რისკის შემცველია. ამიტომ, 21:00 საათის შემდეგ კვების ობიექტით ფუნქციონირება, მათ შორის, სასტუმროში განთავსების სექტორში იქნება შეზღუდული. მხოლოდ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი - ნომრებში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ბექა ფერაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100