სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძნელია, თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, თუ რატომაა გაღიზიანებული? - წულუკიანი

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ოჯახზე განხორციელებული თვალთვალის ფაქტს ეხმაურება და ცინიკურ კომენტარის გაკეთებას არ ერიდება. მისი თქმით, გვარამიას პერფორმანსი ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის გაბომჟებული სახეა:

"ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს ძალიან მძიმე სანახავია პიროვნულად, ადამიანურად, რადგან მას ჩაეფუშა ის გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ ფასად ცვლილება. ამას ისახავდა ის და მისი თანამებრძოლები გეგმად. ეს გეგმა ჩაფლავებულია და რეაქციაც არის განწირული ადამიანის. ძნელია, კომენტარი გააკეთო ადამიანზე, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის ელჩზე ასეთ თავდასხმას ახორციელებს.

ძნელია, თურმე, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, თუ რატომაა გაღიზიანებული?

ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა. ეს არის საცოდაობა, სანახობა კი არა. ტვ1 და "მთავარი არხი" ჩემს მოხუც მშობლებთან, ჩემს არასრულწლოვან ძმიშვილებთან არის მიკროფონით მოტყუებით ბინებში და სახლებში შევარდნილი. ამიტომ გვარამიას თუ ჰყავს ოჯახი, ჩვენც გვყავს ოჯახი და დაიცავით ყველამ სტანდარტი. ყველას ოჯახში ხართ შევარდნილი ბავშვების თანდასწრებით და ნიანგის ცრემლებს ნიკა გვარამიას ოჯახზე მე, რა თქმა უნდა, არ გადმოვყრი", - განაცხადა ულუკიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ნიკა გვარამიას აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ახალ წლამდე დაიწყება და მას ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100