სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეთრიწყაროში 82 წლის კაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ თეთრიწყაროში 82 წლის კაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ო.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თეთრიწყაროში, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს, 1933 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ - აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100