სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუხის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, 100-მდე პაციენტი მოიწამლა

რუხის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ, 100-მდე პაციენტი მოიწამლა. პაციენტების ინტოქსკიკაციის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

თავად ის პაციენტები, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს, ვარაუდობენ, რომ ინტოქსიკაცია საკვებმა გამოიწვია.

ამ წუთებში რუხის კლინიკაში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100